სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი გახდა
01-08-2015, 05:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე კახი კახიშვილი წარადგინა.

 

 

კახი კახიშვილი დღემდე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

 

 

კახა კახიშვილის მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრად კახიშვილის წარდგენისას.

 

 

"კახა კახიშვილი გახლავთ ორი შვილის მამა გამოირჩევა თავის წესიერებით, თავის განათლებით. მას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც სახელმწიფო სამსახურში, ასევე არასამთავრობო სექტორში მუშაობის. ის მუშაობდა შსს-ში, ასევე პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში და მას ყველა ძალიან კარგად ახასიათებს. ასევე გეტყვით, რომ ის მუშაობდა არასამთავრობო სექტორში და მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და ობიექტურმა ექსპერტმა და 2014 წლის ოქტომბრიდან უკვე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. მე ასევე გეტყვით, რომ მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ სასჯალაღსრულების სისტემის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს სისტემა კიდევ უფრო ღია გახდება ყველასთვის და გამჭვირვალე და ახალ ეტაპზე გადავა ის რეფორმები, რომელიც დავიწყეთ სოზარ სუბარის დროს და ამას ბატონი კახა ბოლომდე მიიყვანს. ამ სისტემის რეფორმირების პროცესს დააგვირგვინებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ კახიშვილმა განაცხადა, რომ 24 საათის განმავლობაში იმუშავებს სისტემის კიდევ უფრო გაჯანსაღებისთვის.

 


"მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის დიდ ავანსად გაცემული ნდობა ჩემს მიმართ, მაგრამ ამავდროულად საზოგადოების წინაშე ვაცხადებ, რომ 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ამ ძალიან რთულ სისტემაში წესრიგი, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებლად უზრუნველვყოთ თითოეული ადამიანის უფლებების რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებებში", - განაცხადა კახი კახიშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი