გიორგი მღებრიშვილი: მერქვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა
01-08-2015, 05:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მერქვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე, - ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრად მისი წარდგენის შემდეგ განაცხადა.

 

 

გიორგი მღებრიშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


"ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირებაზე. რომ მერქვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე. არ შემიძლია, ძალიან დიდი მადლობა არ გადავუხადო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებიც დღედაღამ ჩემს გვერდით იდგნენ და მეხმარებოდნენ იმ ძირეული რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ ამ სისტემაში განვახორციელეთ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 


მან სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე წარდგენილ კახა კახიშვილს წარმატებები უსურვა.

 


"მადლობა კახის, ვუსურვებ მას წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი კახი ღირსეულად გააგრძელებს იმ დარჩენილ განსახორციელებელ პროექტებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი