დუშეთში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა
09-05-2019, 15:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ დუშეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა.

 

 

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მათ ოჯახის წევრებს, მოქალაქეებს, გამარჯვების დღე მიულოცეს და ქალაქში მდებარე შინმოუსვლელთა ობელისკი ბავშვებთან ერთად ყვავილების გვირგვინით შეამკეს: პარლამენტის, თვითმმართველობის, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

 

 

ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრეს: დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ.

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის სახელით, საზოგადოებას 9 მაისის დღესასწაული მიულოცა მერის მოადგილემ, თამაზ უნდილაშვილმა.

 

 

ვეტერანებს საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობისაგან ფულადი ჯილდო და პრემიერ მინისტრის მისალოცი ბარათები გადაეცათ.

 

 

ღონისძიებაზე სახელოვნებო სკოლის ლიტერატურის წრის წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა თემატური ლიტერატურული კომპოზიციები, ხოლო მუსიკალური გაფორმება ეკუთვნოდა ანსამბლ ,,ივერიონს".

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტში 2019 წლის მდგომარეობით, ცხოვრობს 9 ვეტერანი და მათთან გათანაბრებული პირი: იასონ კიტრიშვილი, შალვა ხოსრუაშვილი, იორდანე კედელაშვილი, რევაზ ბერბერაშვილი, ოთარ მახარაშვილი, მარიამ სალიაშვილი, გულნაზ ასპანიძე, ეთერ ბოძაშვილი და გიორგი ნარიმანიძე.

 

 

ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი