ვანის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა „9 მაისის მემორიალი“ გვირგვინით შეამკო
09-05-2019, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, „9 მაისის მემორიალი“ გვირგვინით შეამკო.

 


1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

 


საქართველომ მეორე მსოფლიო ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

 


700 ათასი ქართველი, რომელთა შორის 16 ათასი მანდილოსანი იყო, მებრძოლთა რიგებში ჩადგა.

 


ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წლის შემდეგ, ვანელმა ვეტერანებმა ომი, ამ ომში დაკარგული მეგობრები, 1945 წლის 9 მაისი გაიხსენეს და ერთმანეთს დღევანდელი სატკივარი, დღევანდელი პრობლემებიც გაუზიარეს.

 


გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სამ ვანელ ვეტერანს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500-500 ლარი გადაეცათ.

 


ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, სოფელ რომანეთში მცხოვრებ ვეტერანს, გიორგი ხურციძეს ესტუმრა, გამარჯვების დღე მიულოცა და პირადად გადასცა მისი კუთვნილი თანხა.

 


ამასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეული ვეტერანი დამატებით 600 ლარს მიიღებს.

 


ვანის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს.

 

 

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი