თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა
10-05-2019, 10:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ ზედა საზანოში მცხოვრებ ომის ვეტერან ვასილ ვარდოსანიძესთან ერთად დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მე-2 მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას.

 

 

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, თერჯოლას სტუმრობდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს: დიმიტრი აბესაძეს (ქ. თერჯოლა), ნიკოლოზ ხუჯაძეს (სოფ. გოდოგანი), შალვა ელიავას (სოფ. ჭოგნარი) და ნიკოლოზ გვენეტაძეს (სოფ. ზედა სიმონეთი) ოჯახებში ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს, ომის ისტორიები, საბრძოლო ეპიზოდები გაიხსენეს და მადლობა გადაუხადეს გმირობისათვის.

 


ხუთივე ვეტერანს სასაჩუქრე კალათა და ფულადი ჯილდო გადაეცა.

 


1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანზე მეტი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი