ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
10-05-2019, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ და მოწვეულმა ექსპერტმა, ნოდარ ტანგიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების და საჯარო მოხელეებისთვის საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

 

შეხვედრა საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2019 - ის ფარგლებში გაიმართა.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის ისტორიას, ევროპულ ღირებულებებს, საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებს და გამოწვევებს.

 


ასევე ისაუბრეს ქვეყნის ევროპული და ევრო - ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისათვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე.

 

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

 


სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წლის მაისში უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.

 


შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.

 

 

ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი