დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ მისი გადადგომის თარიღის შესახებ შესაძლოა რამდენიმე დღეში გამოაცხადოს, იუწყება BBC მაღალი რანგის „კონსერვატორი“ დეპუტატის, სერ გრემ ბრეიდის განცხადებაზე დაყრდნობით.
პრემიერ მინისტრმა მეიმ მარტში აღთქმა დადო, რომ იგი თანამდებობიდან წავიდოდა, თუკი პარლამენტი „ბრექსიტის“ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რამდენ ხანს დარჩებოდა პოსზტე, თუკი დეპუტატები ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის გეგმას მხარს არ დაუჭერდნენ.
ტერეზა მეის მიერ წარდგენილი „ბრექსიტის“ შეთანხმება დიდი ბრიტანეთის პარლამენტში არაერთხელ ჩავარდა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტამდე უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ დეპუტატების უმრავლესობამ „ბრექსიტის“ გარიგებას მხარი არ დაუჭირა, თარიღმა 31 ოქტომბრამდე გადაიწია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.