[ვიდეო] მანდალაის აეროპორტში ავიალაინერის დაშვებისას წინა ბორბლები არ გაიხსნა და მფრინავმა ბორბლების გარეშე მოახერხა თვითმფრინავის უსაფრთხოდ დასმა
13-05-2019, 09:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიანმარელმა მფრინავმა თვითმფრინავი წინა ბორბლების გარეშე უსაფრთხოდ დასვა მას შემდეგ, რაც დაშვების მექანიზმი არ ამოქმედდა.

 


„მიანმარის ეროვნული ავიახაზების“ თვითმფრინავი მანდალაის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე წინა ბორბლების გარეშე დაშვებისას სრიალით მიდიოდა, ვიდრე შეჩერდებოდა.

 


მფრინავს ქება-დიდება შეასხეს, რადგან ავიალაინერზე მყოფი 89 მგზავრიდან არავინ დაშავებულა.

 


ავიახაზების განცხადებით, კაპიტანმა აეროპორტს ორჯერ დაარტყა წრე, რათა საჰაერო მოძრაობის კონტროლიორისთვის საშუალება მიეცა განესაზღვრა იყო თუ არა გახსნილი ბორბლები.

 

 

 


თვითმფრინავი იანგონიდან მოფრინავდა და მანდალაისთან მიახლოებისას მფრინავმა ვერ შეძლო წინა ბორბლების ამოქმედება. ავიახაზების ცნობით, მათ საგანგებო მდგომარეობის პროცედურით იმოქმედეს და ჭარბი საწვავი დაწვეს, რათა ავიალაინერის წონა შეემცირებინათ.

 


დაშვებისას გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ თვითმფრინავი თავის უკანა ბორბლებით ეშვება, ვიდრე ცხვირი დასაფრენ ბილიკს შეეხებოდა. ავიალაინერი გაჩერებამდე დაახლოებით 25 წამი მისრიალებდა.

 


„პილოტმა ჩინებულად შეასრულა მისია“, უთხრა ახალი ამბების სააგენტო „როიტერსს“ მიანმარის ტრანსპორტის მინისტრმა ვინ ხანტმა.

 


ეს გასულ კვირას მიანმარში მეორე საჰაერო შემთხვევა იყო. ოთხშაბათს, „ბიმან ბანგლადეშის ავიახაზების“ თვითმფრინავი ცუდ ამინდში იანგონის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოსრიალდა, რა დროსაც დაზიანება სულ მცირე 17-მა ადამიანმა მიიღო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი