თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო კურსი დაიწყო
13-05-2019, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო კურსს მასპინძლობს. სემინარი DIBS-ის ორგანიზებითა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების დახელოვნების ცენტრის (NATO StratCom Coe) მხარდაჭერით იმართება. პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება, თუმცა წელს კურსს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების გარდა მსმენელები სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებიდანაც ესწრებიან.

 

 

სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი დღეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების დახელოვნების ცენტრის წარმომადგენელმა, ელინა ლანგე-იონათამიშვილმა გახსნეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

 


ტრენინგის მიზანს საინფორმაციო გარემოს ანალიზის, საინფორმაციო აქტივობების შემუშავებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიდგომების გამოყენების შესწავლა წარმოადგენს.

 

 

კურსზე ტრენერები ქართველი ექსპერტები არიან, მის მიმდინარეობას კი, NATO StratCom Coe-ის წარმომადგენელი აკვირდება.

 

 

სტრატეგიული კომუნიკაციები ჰიბრიდული საფრთხეების პრევენციისა და სამინისტროს ეფექტიანი პოზიციონერების თვალსაზრისით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთი-ერთი პრიორიტეტია. მსგავსი კურსები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების მომზადებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი