გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა
13-05-2019, 18:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინიციატივით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა.

 

 

მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, სოფელ სართიჭალაში სასაწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობისა და შიდა გზების დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს და მშენებელ კომპანიებს კონკრეტული მითითებები მისცეს.

 

 

მონიტორინგის ფარგლებში, ხელმღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ სოფელ მარტყოფში შიდა გზების რეაბილიტაციის, სამუსიკო სკოლის მშენებლობისა და მარტყოფი-ღვთაების მონასტრის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესს.

 

 

ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს სოფელ საცხენსსა და ახალსოფელში, სადაც ბოლო 40 წელია საგზაო ინფრსატრუქტურა არ მოწყობილა. სამშენებლო პროცესი რეგიონული განვითრების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჯამში, 1' 200' 000 ლარი იხარჯება.

 

 

სამშენებლო პროცესის მიმდინარეობა და ხარისხი შეფასდა ქალაქ გარდაბანში ლელაშხას დასახლებაში, სადაც ამ ეტაზპე საგზაო ინფარსტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. შოთა რეხვიაშვილმა და რამაზ ბუდაღაშვილმა, ასევე ადგილზე დაათვალირეს გარდაბანში, ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარედ დასრულებული სპორტული მინი სტადიონიც, რომელზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 71' 520 ლარი დაიხარჯა.

 

 

ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი