კოდა–ფარცხისი-მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 16 კმ-იანი (კმ77-კმ92) მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს
15-05-2019, 08:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი-მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 16 კმ-იანი (კმ77-კმ92) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.

 


აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.

 


პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 16 კმ-იანი გზა და მონაკვეთზე არსებული ხელოვნური ნაგებობები. მოეწყობა ტროტუარები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მოწყობის სამუშაოები.

 


სარეაბილიტაციო მონაკვეთი გაივლის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს: ტბეთი, სამება, განთიადი, საყდრიონი და აიაზმა.

 


პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 13 795 800 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2019 წლის ნოემბერში დასრულდება.

 


ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი