მამუკა ბახტაძემ და კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს
15-05-2019, 16:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ძალიან ფართო პერსპექტივა აქვს და მნიშვნელოვანია ამ მხრივ არსებული პოტენციალის სრულად ათვისება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვედრაზე აღინიშნა.

 

 

პრეზიდენტმა ტოკაევმა პრემიერ მინისტრ ბახტაძეს, დელეგაციასთან ერთად, "აკორდას" სასახლეში უმასპინძლა.

 

 

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობაზე, რომლის ფარგლებში მხარეებმა სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების კონკრეტულ გზებზე უნდა იმსჯელონ. პრემიერის შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დღეს ხელმოწერილი საგზაო რუკაც, რომელიც 2019-2022 წლებში საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის საქონელბრუნვის ნომენკლატურის გაფართოებას გულისხმობს.

 

 

დადებითად შეფასდა ინვესტიციების სფეროში აქტიური თანამშრომლობა და ამ კუთხით არსებული მიღწევები. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ორი ქვეყნის პორტების თანამშრომლობის გააქტიურება.

 

 

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი და ამასთანავე, ასტანას ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს.

 

 

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მამუკა ბახტაძეს წინასწარ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა.

 

 

შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო ყაზახეთში 9 ივნისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. პრეზიდენტმა ტოკაევმა განაცხადა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ, რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი