ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ბადრი ბახტაძე სოფელ ივანდიდში, სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავალი"-ის ფარგლებში მიმდინარე უეკლო მაყვლის გაშენების პროცესს გაეცნენ.
ხონის მერიის ცნობით, ფერმერმა გიორგი ქუთათელაძემ სახელმწიფოსაგან 100%-იანი გრანტი კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის დაფინანსების ფარგლებში მიიღო. პროგრამის ფარგლებში 0,5 ჰა უეკლო მაყვლის ბაღის გაშენება მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.