თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ძუსაზე ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
16-05-2019, 16:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ძუსაზე რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესა და მერის წარმომადგენელ დავით გოგბერაშვილთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დია სერვისი“ სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი 237 430 ლარით შეასრულებს.

 

 

მერი მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრა.

 


„რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი ხიდი ძლიერ იყო დაზიანებული და მოსახლეობას შემოვლითი გზით უწევდა სარგებლობა. ხიდის მოწყობის სამუშაოები გაჭიანურებული იყო კონტრაქტორი კომპანიის გამო. ახლა კი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ივნისის დასაწყისში დასრულდება“, განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი