ტრამპმა აშშ-ის ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა წარმოადგინა, რომელიც უფრო ახალგაზრდა, უკეთესი განათლების მქონე და ინგლისურად მოსაუბრე იმიგრანტებს უჭერს მხარს
17-05-2019, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ახალი საიმიგრაციო სისტემის გეგმის არსებით ნაწილზე ისაუბრა, რომელიც უფრო ახალგაზრდა, უკეთესი განათლების მქონე და ინგლისურად მოსაუბრე იმიგრანტებისადმი კეთილგანწყობას და მხარდაჭერას უსვამს ხაზს.

 


თეთრი სახლიდან გაკეთებულ მიმართვაში მან წამოაყენა წინადადება, რომელიც იმ სისტემაზე უარის თქმას გულისხმობს, რომელიც მხარდამჭერია აპლიკანტებისათვის ვისაც ოჯახური კავშირები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

 


მან თქვა, რომ სასაზღვრო უსაფრთხოება უნდა გაძლიერდეს და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ უფრო მკაცრი ზომები უნდა იქნეს გამოყენებული.

 


თეთრი სახლის ვარდების ბაღში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა:“ჩვენ ვეთაყვანებით ღია კარს, რომელიც გვსურს რომ შევქმნათ ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ იმიგრანტების დიდი პროპორცია უნდა შემოვიდეს ცოდნისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ყველაზე დიდი ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვამკვიდრებთ, მდგომარეობს იმაში, რომ მაღალკვალიფიციური იმიგრანტების პროპორციული მაჩვენებელი 12%-დან 57%-მდე გავზარდოთ და გვსურს, რომ შევხედოთ, შეგვიძლია თუ არა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდეთ“.

 


„დემოკრატებმა“ მკაცრად გააკრიტიკეს პრეზიდენტის იდეა და განაცხადეს, რომ შეთავაზებული ახალი სისტემა ე.წ. „მეოცნებეებისთვის“ მოქალაქეობის მიღების გზაზე დამაბრკოლებელი იქნება - ასეულობით ათასი ადამიანი ამერიკაში შეყვანილი იქნა როგორც ბავშვი, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ლეგალური უფლება დარჩნენ შეერთებულ შტატებში.

 


ტრამპის მიერ წარმოდგენილი წინადადებები უნდა დაამტკიცოს კონგრესმა, სადაც „დემოკრატები“ ამჟამად ქვედა პალატას აკონტროლებენ.

 


„ეს მკვდრადშობილი გეგმა არ არის სრულებით სერიოზული გეგმა“, განაცხადა ნენსი პელოსიმ, წარმომადგენლობითი პალატის „დემოკრატმა“ სპიკერმა.

 

 

„ამით იმას ამბობენ, რომ ადამიანების უმეტესობა, რომელიც ჩვენი ისტორიის განმავლობაში ოდესმე ჩამოსულა შეერთებულ შტატებში განათლების არმქონენი იყვნენ, რადგან მათ არ ჰქონდათ ინჟინრის ხარისხი?“

 


კონგრესის „დემოკრატმა“ წევრმა ქალმა პრამილა ჯეიაპალამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებმა ძირი გამოუთხარა ამერიკის ოჯახზე დაფუძნებული შესვლის ხელმისაწვდომობის სისტემას, რომელიც მან აღწერა, როგორც „ჩვენი ქვეყნის იმიგრაციის პოლიტიკის ქვაკუთხედი“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი