ტაივანი პირველი ქვეყანა გახდა აზიაში, რომელმაც ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინება დააკანონა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარასკევს გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტმა მიიღო.
2017 წელს კუნძულის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს ლეგალური ქორწინების უფლება ჰქონდათ.
პარლამენტს ამ საკითხის გადასაწყვეტად ორი წელი განესაზღვრა და ცვლილებებისთვის 24 მაისამდე უნდა ეყარა კენჭი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.