ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიწყო
17-05-2019, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიწყო. ლევან იზორია ვიზიტს ქალაქ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) სათაო ოფისში სტუმრობით დაიწყებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. თავდაცვის მინისტრი შეხვედრას გამართავს ტრანსფორმაციის სარდლის მოადგილესთან, ადმირალ მანფრედ ნილსონთან.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, ლევან იზორია დელეგაციის წევრებთან ერთად ნორფოლკის ფლოტის სადგურში სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ს. ტრუმანი“ დაგეგმილ ტურშიც მიიღებს მონაწილეობას.

 

 

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ნორფოლკიდან აშშ-ის დედაქალაქში გაემგზავრება. ლევან იზორია ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ესტუმრება, სადაც საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე სასაუბროდ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს პოლიტიკის საკითხებში ჯონ რუდს შეხვდება.

 

 

ქართული დელეგაცია დისკუსიას ატლანტიკურ საბჭოშიც გამართავს, რომელსაც მოდერატორობას ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ალექსანდერ ვერშბოუ გაუწევს.

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებით ვაშინგტონში, ასევე დაგეგმილია მიღება საქართველოს საელჩოში, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით დაესწრება.

 

 

აშშ-ში ვიზიტს ქართული დელეგაცია ქალაქ ჰარტფორდში აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში (USCG) სტუმრობით დაასრულებს. ლევან იზორია სანაპირო დაცვის აკადემიის 2019 წლის კურსის გამოშვების ცერემონიალს დაესწრება და აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს - კონსტანტინე ყიფიანსა და ალექსანდრე წერეთელს ადგილზე მიულოცავს აკადემიის დასრულებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი