ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ ღარში ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა გზის სარეაბილიტაციო(ასფალტირება) სამუშაოების საქმის მწარმოებელი კომანიის შპს "ამბროლაურის ავტოგზა 10"-ის წარმომადგენელთან და სამუშაოების ექსპერტ-ზედამხედველთან გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სამუშაოების მიმდინარეობისა და პროექტის შესაძლო კორექტირება-დაზუსტების საკითხები განიხილეს.
დღეის მდგომარეობით, სამუშაოები მიმდინარეობს შეფერხებების გარეშე.
გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა არ შეინიშნება. მეწარმის მიმართ შენიშვნები არ გამოკვეთილა.
ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.