ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა
17-05-2019, 19:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას ინიციატივის - „სუფთა გარემო, ჯანსაღი ცხოვრება“ და „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.

 


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციულმა ერთეულებმა და როგორც ქალაქის ისე სოფლების ახლო ტერიტორიები დაასუფთავეს.

 


ნარჩენებისგან გაიწმინდა ნინოწმინდა-ახალქალაქის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის ერთი მონაკვეთი, ქალაქის მიმდებარე ტერიტორია, სკვერი და ქალაქის პარკები. ამასთანავე, დასუფთავდა მუნიციპალიტეტის თითქმის 10 ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიები.

 


დასუფთავების აქციაში მერიის ყველა თანამშრომელი იყო ჩართული, მერის ანი მოსოიანის ხელმაძღვანელობით. ადგილზე ასევე, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.

 


აქციას მერიის თანამშრომლებთან ერთად, საკრებულოს თანამშრომლები და დეპუტატები შეუერთდნენ. სოფელ ჯიგრაშენის მოსწავლეებმა, მერის ინიციატივით, თავიანთი სკოლების ეზოები და მუნიციპალიტეტის ერთადერთი ვეტერანის სახლ-კარი და ეზო დაასუფთავეს.

 


მერმა, ანი მოსოიანმა თანამშრომლებსა და აქციის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა.

 

 

ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი