ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 2-ზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება
17-05-2019, 21:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება დაიწყო. ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები, მცენარეული ფენის მოხსნა, ჭრილების დამუშავება, ყრილის მოწყობა, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.

 


სამუშაოები საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 


„სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იმედი გვაქვს რომ პროექტი დადგენილ ვადებში და შეიძლება უფრო ადრეც დასრულდეს. ახალი 2 ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 


ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, ქუთაისი-სამტრედიის გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია.

 


ქუთაისი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილია 4 ლოტად. 3 ლოტზე ქართულმა კომპანიამ „ბლექ სი გრუპმა“ გაიმარჯვა, ერთზე კი - კომპანია „აკორდმა“. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად და არა ქვეკონტარქტორის სახით ახორციელებს.

 


„ხელოვნური ნაგებობები ინტენსიურად ეწყობა, ლოგისტიკური, სამობილიზაციო და სხვა ტექნოლოგიური ასპექტებიც სრულადაა უზრუნველყოფილი, რაც გვაიმედებს, რომ სამუშაო პროცესი კიდევ უფრო მასშტაბური ტემპით განვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას უზრუნველყოფს, გაიზრდება მოძრაობის სიჩქარე და შემცირდება მგზავრობის ხარჯები,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

 


ქუთაისის შემოვლითი ახალი 2 ზოლის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.

 


ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი