წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართა
18-05-2019, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქორეოგრაფიული ფესტივალი - „გავეცნოთ საქართველოს და მის შემოქმედებას“ - გაიმართა.

 


ფესტივალში ქალაქ თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ქორეოგრაფიული ანსამბლები, აგრეთვე ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდიები მონაწილობდნენ.

 


ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

 


„მიხარია, რომ წყალტუბოში ქართულ ქორეოგრაფიასა და ფოლკლორს ბევრი ახალგაზრდა სწავლობს, ქართულ ცეკვაში, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთ ფენომენში, იკითხება ჩვენი ეროვნულობა, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მებრძოლი სული და ტრადიციების პატივისცემა, გისურვებთ წარმატებებს, უფალი გწყალობდეთ“, აღნიშნა გრიგოლ იოსელიანმა.

 


ფესტივალი საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის (ხელმძღვანელი რევაზ ჭანიშვილი), საქართველოს ქორეოგრაფთა კოლეგიის და საქართველოს ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშოროსო საქველმოქმედო ფონდის (ხელმძღვანელი იური ტორაძე) ორგანიზებით გაიმართა.

 


ქორეოგრაფიული ფესტივალი ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-ს მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ტარდება წყალტუბოში.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი