თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა
18-05-2019, 18:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ში ვიზიტი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) შტაბბინაში სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის უწყების დელეგაციას ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლის მოადგილემ, ადმირალ მანფრედ ნილსონმა უმასპინძლა.

 


შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი სამომავლო გეგმები განიხილეს. „გეგმები ძალიან კონკრეტულია, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისა და პრაქტიკული ურთიერთობის გაღრმავებისკენ არის მიმართული, რაც მოგვცემს მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს ნატოში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ლევან იზორიამ. მან ადმირალ ნილსონსა და ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების პოზიტიური დინამიკასა და სწავლების განვითარების შემდგომ პერსპექტივაზე. „2016-2019 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა - როგორც პარტნიორმა ქვეყანამ ავიღეთ პასუხისმგებლობა ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა გვემსჯელა შემდგომ პერსპექტივაზე - მორიგ ნატო-საქართველოს სწავლებაზე, რომელიც იქნება მასშტაბებით განსხვავებული და სხვადასხვა ელემენტისგან შემდგარი, როგორიც არის ამფიბიური და სახმელეთო კომპონენტი“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 


მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრეს, რაც ნატოს გენერალური მდივნის ყოველწიურ ანგარიშშიც ხაზგასმით აღინიშნა. ლევან იზორიამ ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ ცენტრის ნატოსთან თავსებადობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

 


აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია უკვე შეხვდა აშშ-ის მე-2 ფლოტის სარდალს, ენდრიუ ვუდი ლუისს და დელეგაციის წევრებთან ერთად ნორფოლკის ფლოტის სადგურში სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ს. ტრუმანი“ დაგეგმილ ტურშიც მიიღო მონაწილეობა. დაგეგმილია შეხვედრა პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან პოლიტიკის საკითხებში ჯონ რუდთან და დისკუსია ატლანტიკურ საბჭოში. თავდაცვის უწყების დელეგაცია საქართველოს საელჩოში თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებასაც დაესწრება. აშშ-ში ვიზიტს ლევან იზორია აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში (USCG) სტუმრობით დაასრულებს, სადაც კურსის გამოშვების ცერემონიალს დაესწრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი