ბესიკ ამირანაშ​ვილი მუზეუმების საერთაშ​ორისო დღესთან დაკავშირებით ვარძიაში გამართულ ღონისძიებას - „ღამე მუზეუმში“ დაეს​წრო
19-05-2019, 15:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

18 მაისს,მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ისტორიულმა მუზეუმებმა მთელი დღის განმავლობაში ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლა.

 


ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში, ვიზიტორთა ცენტრი, ღონისძიებების ფარგლებში გაიხსნა, სადაც მოეწყო ვირტუალური მუზეუმი შშმ პირებისათვის, კლდეში ნაქალაქების: ვარძიის, უფლისციხის და დავით გარეჯის ამსახველი ფოტომასალისა და არქიტექტურული ქვების გამოფენა, ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერების ანსამბლების კონცერტები.

 


არქიტექტურული კომპლექსის ქვედა სივრცე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებსა და აგრო-სამრეწველო დარგში ჩართული ფერმერების ნაწარმს დაეთმო.

 


მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილეებთან, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მესხური ტერასების განაშენიანების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა. მესხური ტერასების განაშენიანებას, საფუძველი ჩაეყარა მუნიციპალური განვითარების ფონდის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივად განხორციელებული პროექტის​ ფარგლებშ​ი.

 


„ღამე მუზეუმში“ პროგრამის მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებულმა გუნდმა. საღამო მომღერალმა სოფო ხალვაშმა, მის მუსიკალურ ბენდთან ერთად კონცერტით დაასრულა.

 


ღონის​ძიებას მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანლი ნიკოლოზ ანთიძე, რწმუნებულის მოადგილეები, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 


ღონისძიება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „ზრდას“ ორგანიზაციული და ფინანსური პარტნიორობის საფუძველზე გაიმართა.

 


ინფორმაციას სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი