დავით თევზაძე თავდაცვის მინისტრს მიმართავს: "ქალბატონო თინა, ამ პოსტს თქვენთვის ვწერ"
04-08-2015, 07:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე Facebook-ით თავდაცვის მინისტრს, თინათინ ხიდაშელს მიმართავს და მისგან ან ჟურნალისტისთვის საჯაროდ პასუხის მოთხოვნას -მისი სიტყვების დამახინჯებისათვის, ანდა საზოგადოებისთვის იმის განმარტებას ითხოვს, თუ რა განაცხადა სინამდვილეში აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების დედებთან. 



"გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ამაო მიწიერი ცხოვრების წილ საუკუნო სუფევა დაუმკვიდრე" ასე მიმართა წმ.ივლიტამ სიკვდილის წინ ღმერთს. დიდხანს ვიფიქრე ამ სიტყვებზე. დამაფიქრა არა რწმენის ძალამ, რომელიც მოწამეს აღმოაჩნდა, არამედ დედის უნარმა აიტანოს შვილის სიკვდილი და ღვთის წყალობად თარგმნოს ეს. როდესაც ამ ორი-სამი დღის უკან ხევსურეთში ვიყავი, რამოდენიმეჯერ ერთი და იგივე ამბავი მიამბეს ხევსურებმა: ბრძოლა ყოფილა. კოშკში შეკეტილი ოჯახი იგერიებდა მტერს როგორც შეეძლო: ქალი თოფებს ტენიდა და ქმარს აწოდებდა, ის კი განუწყვეტლივ ისროდა, რომ მტრისათვის მოახლოების საშუალება მოესპო. ანაზდად, მტრის ტყვია შემოვარდა. აცდა სათოფურთან მდგომ მამაკაცს, აცდა ქალსაც, კედელს მიეახლა და, როგორც ხშირად ხდება, მსხვერპლად ყველაზე უსუსური და უმანკო აირჩია: კედლიდან ასხლეტილი, ბავშვს მოხვდა აკვანში. მან ისე განუტევა სული, რომ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო. მამამ ვერაფერი გაიგო - მტერს უყურებდა. დედამ მყის შეამჩნია სისხლი აკვანში და ნაცვლად კივილისა, რაც თითქო ინსტიქტი და ბუნებრივი უნდა ყოფილიყო, ბავშვს უჩუმრად გადააფარა საბანი, რომ ქმარს არაფერი შეეტყო, ხოლო აკვნის ქვეშ ჯამი დადგა, რომ სისხლი მიწაზე არ დაღვრილიყო. მან ეს ყველაფერი სწრაფად მოიმოქმედა და გადატენილი თოფი მიაწოდა ქმარს. კაცს არაფერი გაუგია ვიდრე ბრძოლა არ დამთავრდა. მას უკან ოჯახი, ცოლი და შვილი ეგულებოდა, მათ იცავდა და ძარღვიც არ შეტოკებია, ისე გააგრძელა ბრძოლა. ძარღვი არც დედას შეტოკებია, რომ ქმარს რამე არ შეეტყო და სიმწრისაგან მიზანი არ შეშლოდა... ეს ხევსური ქალიც მოწამეა, როგორც ყველა შვილგაწირული ქალი საქართველოში. ამიტომაც უნდა ვცეთ პატივი, როგორც მოწამეებს და წმინდანებს. ამიტომაც არა გვაქვს უფლება (არავის) საკუთარ თავი და "დამსახურება" დავამადლოთ...


ქალბატონო თინა, ამ პოსტს თქვენთვის ვწერ. მიზეზი, თქვენზე ამ დილით გავრცელებული ინფორმაცია გახლავთ, რომ თითქო გითქვამთ - "ასევე, ძალიან გთხოვთ ნუ გვეტყვით იმას, რომ თქვენი დაღუპული შვილების "წყალობით" ვართ ჩვენ. მართალია, აგვისტოს ომში არ დავღუპულვარ, მაგრამ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქუჩაში ვიდექი და ამის გამო მოვხვდი აქ", - ასეთი პასუხი გასცა დაღუპული ჯარისკაცების დედებს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა". თუ ეს ასეა, მაშინ საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოგიწევთ, ვინაიდან, უკაცრავად და, თქვენი "მთელი ცხოვრების მანძილზე ქუჩაში დგომა" ვერაფერი სამსახურია, რომელიც შესაძლებელია შედარებაში მოიყვანო იმ ქალბატონთა სამსახურთან, რომლებიც თქვენს წინ იყვნენ. ხოლო თუ ეს ასე არ არის, ასევე საჯაროდ მოთხოვეთ პასუხი ჟურნალისტს თქვენი სიტყვების დამახინჯებისათვის და განუმარტეთ საზოგადოებას რა და როგორ თქვით.... გთხოვთ..." - წერს დავით თევზაძე.

 

 

 

 

 

კომენტარები: 10
#10   ნანა
      
რას ილანძღებით, აღარ გრცხვენიათ. ძალიან კარგი მინისტრია ხიდაშელი. მოკლედ შური და ბოღმა არ გასვენებთ.
24 აგვისტო 2015 13:06
#9   ედუარდი
      
ყველა დროსა და სივრცეში, საღად, რაციონალურად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი პრობლემა იყო და არის ისეთი საზოგადოების და სახელმწიფოს შექმნა, რომელშიც ადამიანი დაცული და ბედნიერი იქნება.არ არის გასაკვირი,როდესაც თავდაცვის და სხვა მინისტრებს მხოლოდ პოლიტიკური ან ნათესაური ნიშნით რომ ნიშნავენ და არა სახელმწიფოებრივი აზროვნებითა და პროფესიონალიზმით არჩევენ,ამგვარი პარალელების გავლება რომ უწევთ საქვეყნოდ.
6 აგვისტო 2015 12:07
#8   ბონი მაია
      
დავით თევზაძე იყო და არის ჩემთვის ღირსეული თავდაცვის მინისტრი და ჭეშმარიტი მებრძოლი ადამიანი,წარსულში კი გვყავდა გმირი ქალები და ალბათ დღესაც არიან ,თუნდაც დაღუპული მებრძოლეების დედები ,მაგრამ რა რა კატეგორიით არჩევენ ასეთ მინისტრებს ,იმათ ტვინში ჩამახედა,ჟურნალისტები ხშირად მართლა ამახინჯებენ რესპოდენტების საუბარს,მაგრამ რატომ მაშინ არ გააპროტესტა ამ ვაი მინისტრმა??თქვენი თავაზიანობა მისასალმებელია ბატონო დავით ,მაგრამ ეს ქალბატონი ,რომ პირველი დღიდანვე ,რომ ამბიციებს ჰყავს შეპყრობილი ისედაც თვალსაჩინოა და აწი მისი ბოდიში მართლაც ფარისევლობა იქნებოდა ,თუმცა ამასაც შნო უნდა და შეგნება,რაც ეჭვი მეპარება თინა ხიდაშელს გააჩნდეს
5 აგვისტო 2015 18:49
#7   maka
      
თავად არაფერი დაკლებიათ და სხვისი შვილების სიკვდილი რად მიაჩნიათ ამ უსირცხვილოებს, ქუჩაში დგომით კი არა ნეპოტიზმით არიან მოსული ეს და მისი ხროვა.
5 აგვისტო 2015 12:27
#6   ხათუთი
      
წმ.ივლიტას მსგავსად,იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა,,ერეკლე მეფე და ინგილო ქალის''პერსონაჟი ქალი უფალს მადლობას სწირავს იმის გამო,რომ მის შვილებს გმირული სიკვდილი არგუნა.ბატონი დავითის მიმართვა ღრმა მოქალაქეობრივი შეგნების გამომხატველია.ვიმედოვნებ,რომ ქ-ნი თინა შეძლებს ბოდიშის მოხდას,ამისათვის ეყოფა თავმდაბლობა.
5 აგვისტო 2015 06:31
#5   თემური
      
ციტატა: inga
ხიდაშელივით ასეთი სიტყვები რომ თქვა ან არ თქვა, უკვე გარკვეულწილად ჩამოყალიბებული აზროვნება უნდა გქონდეს ადამიანს. ანუ ადამიანი, და მით უმეტეს ქალი, დაღუპულ, თუნდაც სხვის შვილებზე ამას რომ იტყვის, ის დარწმუნებულიცაა თავისი პოზიციის სისწორეში. ბოდიში რომც მოიხადოს,მას აღარაფერი ეშველება. ეს იქნება მისი მხრიდან ფარისევლობა, რადგან სწორედ წამოცდენაა ადამიანის რეალურ შიდა სამყაროს რომ ააშკარავებს. ის უკვე გაუკუღმართებული, შერყეული გონების პატრონია და უბრალოდ შეცდომით იკავებს ადგილს სახელისუფლებო სტრუქტურებში. ამ ქალს თავისი შვილის გაზრდის უფლებაც კი არ უნდა ქონდეს, არა თუ გმირი ბიჭების გამზრდელი დედებისათვის ჭკუის სწავლების.

აბსოლუტურად გეთანხმებით !!!!!!
5 აგვისტო 2015 05:25
#4   tamaz
      
წამოცდენები ხშირად აქვთთ ქოცებს. ბიძინამაც აღიარა, წამომცდაო, რომ კარგი ცხოვრება გვექნებაო. ახლა ინტენსიურად ვმუშაობ ეკონომიკის საკითხებზე და ეს რთულიაო.
5 აგვისტო 2015 00:35
#3   pastor
      
მე ვფიქრობ მოყვანილი (პოსტი) სხვა დრო და სივრცეა და სხვა ფილოსოფია, თინა ხიდაშელი სხვა. ჩვენც ვერ ვიქნებით ორივეგან, ერი თუ მზად არის თინას ბოდიშის მოსასმენად და სიჩუმეა, მე მგონი არის ადამიანი ვისი მოსმენაც აჯობებდა.

აცხოვნე,უფალო,ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი.
4 აგვისტო 2015 18:52
#2   inga
      
ხიდაშელივით ასეთი სიტყვები რომ თქვა ან არ თქვა, უკვე გარკვეულწილად ჩამოყალიბებული აზროვნება უნდა გქონდეს ადამიანს. ანუ ადამიანი, და მით უმეტეს ქალი, დაღუპულ, თუნდაც სხვის შვილებზე ამას რომ იტყვის, ის დარწმუნებულიცაა თავისი პოზიციის სისწორეში. ბოდიში რომც მოიხადოს,მას აღარაფერი ეშველება. ეს იქნება მისი მხრიდან ფარისევლობა, რადგან სწორედ წამოცდენაა ადამიანის რეალურ შიდა სამყაროს რომ ააშკარავებს. ის უკვე გაუკუღმართებული, შერყეული გონების პატრონია და უბრალოდ შეცდომით იკავებს ადგილს სახელისუფლებო სტრუქტურებში. ამ ქალს თავისი შვილის გაზრდის უფლებაც კი არ უნდა ქონდეს, არა თუ გმირი ბიჭების გამზრდელი დედებისათვის ჭკუის სწავლების.
4 აგვისტო 2015 15:19
#1  დალი
      
რესპი ხიდაშელი ამ წერილის აზრს ვერ ჩაწვდება, რადგან ის მასონების ჩმორი და სატანის მსახურია.
4 აგვისტო 2015 12:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი