პრემიერმა ქუთაისის ახლად რეაბილიტირებული 33-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა
21-05-2019, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა.

 

 

1200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აღჭურვილია უახლესი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით, რაც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 


როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, განათლების რეფორმაში, რომელიც არის ეროვნული იდეა და მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი, საქართველოს მასშტაბით სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.

 


მთავრობის მეთაურმა ამ პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის აშშ-ის მთავრობას და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა.

 


პრემიერი ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოს აღმასრულებელ დირექტორ მაგდა მაღრაძესთან და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონებში 78 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა, რომელთაგან 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს.

 


ამჟამად მიმდინარეობს 13 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რაც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. ბოლო პერიოდში ჯამში 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის შედეგად, სასწავლო გარემო 40 ათასამდე მოსწავლეს გაუუმჯობესდა. პროექტის ბიუჯეტი 55 მილიონი აშშ დოლარია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი