მამუკა ბახტაძემ ლარის გაუფასურების შესახებ განაცხადა, რომ „ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რასაც უნდა დავუბრუნდეთ“
23-05-2019, 14:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„ეს არის, როგორც ჩანს, ძალიან მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რასაც უნდა დავუბრუნდეთ", განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე, ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტირებისას.

 

 

მან აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკს გააჩნია დოლარის საკმარისი რეზერვები, რაც პანიკის საფუძველს არ იძლევა.

 


პრემიერის თქმით, ლარიზაციის დასრულების შემდეგ ეს პრობლემა სისტემურად იქნება მოხსნილი.

 

 

„მე ბუნებრივია, მაქვს ანალიტიკური  მონაცემები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ლარის კურსს. ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და ბუნებრივია, ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნები თავიანთი დიდი ეკონომიკებით ახდენენ გავლენას ლარის კურსსა და ზოგადად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საქართველოში. ექსპორტის მაჩვენებელი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი. მიმდინარეობს ის აქტიური პროცესი, რასაც ჰქვია სავაჭრო დეფიციტის შემცირება. აქედან გამომდინარე, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე. თუმცაღა, რა თქმა უნდა, იმ მოვლენებმა, რომელსაც აქვს ადგილი თურქულ ეკონომიკაში, ბუნებრივია მან თავისი გავლენა იქონია, მაგრამ იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც მე დაგისახელეთ, ამავე დროს, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები არის ძალიან მასშტაბური და მყარი და ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ძალიან მდგრადი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამაც იგივე დაადასტურა - აქედან გამომდინარე, შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს არის ძალიან მოკლევადიანი ასახვა“, განაცხადა ბახტაძემ. 

 

 

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთ საკითხს უნდა ვუყუროთ სისტემური გადაწყვეტის პრიზმიდან და ჩვენი ეკონომიკა არ უნდა იყოს ადვილად მოწყვლადი.

 


„საქართველო არსებობს იმ რეგიონში, სადაც ყოველთვის იქნება გარკვეული ტიპის რისკების ან მცირე შოკების საფრთხე. ჩვენ რომ ეს განვახორციელოთ, ამისთვის დავიწყეთ სწორედ ლარიზაციის გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული თითოეული საქართველოს მოქალაქე გაცვლით კურსზე. იყო პერიოდი საქართველოში, როდესაც დოლარიზაციის მაჩვენებელი იყო უმაღლეს წერტილში. რა თქმა უნდა, ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი და მეორე, ეს გახლავთ სავაჭრო დეფიციტი, რომელიც არის აქილევსის ქუსლი ჩვენი ეკონომიკის. მინდა შეგახსენოთ. რამდენიმე წლის წინ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საქართველოში შეადგენდა თითქმის 13%-ს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი მსოფლიოში. ჩვენ შევძელით და ეს მაჩვენებელი გავანახევრეთ. აქედან გამომდინარე, ორიენტირება ექსპორტზე, ორიენტირება მომსახურების სექტორზე, ტურიზმზე, იმპორტის ჩანაცვლებაზე და რაც მთავარია, ლარიზაციაზე, არის ერთადერთი გარანტი გრძელვადიან პერსპექტივაში იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს ასეთი მოწყვლადი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მეზობლების და მეზობელი ქვეყნების ეკონომიკების გავლენაზე საქართველოში“, აღნიშნა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი