ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი უძღვებოდა, დღის წესრიგი განიხილეს. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, კერძოდ, განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
1. „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის
მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
3. ქ. ახალქალაქში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორგანიზების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.