საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გლობალიზაციისა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე 2-დღიან კონფერენციას მასპინძლობს
24-05-2019, 08:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს საქრთველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით მე-3 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნება. კონფერენციის მუშაობაში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობენ. ასევე, წელს მონაწილეთა შორის არიან უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის, თურქეთის, იტალიის, ავსტრიისა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

 


კონფერნციის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი და აქტუალური თემის განხილვა. მათ შორის: მენეჯმენტისა და მარკეტინგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის აქტუალური პრობლემები, გამოწვევები საჯარო და ელექტრონული მმართველობაში, აგრობიზნესის და სტატისტიკის განვითარების ახალი მიდგომები და ა.შ.

 


ცალკე პანელი დაეთმობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას - ტურიზმს. თემატიკიდან გამომდინარე დისკუსია გაიმართება ECOMODE - ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელზე. ეს არის სტუმართმასპინძლობის მიმართულებით მცირე და საშუალო საწარმოებისათვის Erasmus+ პროგრამის სტრატეგიული პარტნიორობის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობას ინოვაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. ასევე, სტრატეგიულ პარტნიორობას პროფესიული განათლების ასამაღლებლად. იგი დაფინასებულია იტალიის ეროვნული სააგენტო ERASMUS+ INAP-ის მიერ.

 


პროექტის ფარგლებშია დაგეგმილია პარტნიორ ქვეყნებში სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის საწარმოებისათვის ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელების შექმნა და არსებული საუკეთესო პრაქტიკის შეგროვება, რათა შემუშავდეს სასწავლო მეთოდოლოგია და სერტიფიცირების სტანდარტული ფორმა. ECOMODE პროექტის ძირითადი სამიზნე აუდიტორია პროფესიული ორგანიზაციებია, რომლებიც მენეჯერებს სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ეკო-ინოვაციურ ბიზნეს მოდელის ფარგლებში მომაზადებენ.

 


მე-3 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი. კონფერენციის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის.

 


ამ თემაზე პირველი საერთაშორისო კონფერენცია 2017 წელს ჩატარდა. მასში მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთის 12 უმაღლესი სასწავლებლის 200-ზე მეტი წარმომადგენელი. სწორედ პირველი კონფერენციის დიდი რეზონანსიდან და თემების აქტუალობიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ იგი ყოველწლიური ყოფილიყო. უკვე მომდევნო წელს, კონფერენციამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და მას ახალი ქვეყნები და უნივერსიტეტები დაემატნენ.
კონფერენცია ორდღიანია და ხვალ, 25 მაისს, მისი მონაწილეები კახეთის რეგიონს ეწვევიან.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი