დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში წითელსოფლის საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
დუშეთის მერიის ცნობით, მერის წარმომადგენელი ედიშერ საძაგლიშვილი ამბობს, რომ 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტით გათვალისწინებულია: შენობაში ცენტრალური გათბობის გაკეთება, ელექტოენერგიისა და წყლის შეყვანა, სველი წერტილების და საშხაპე ადგილების მოწყობა, ახალი კარ-ფანჯრის ჩასმა და გალესვითი სამუშაოები.
დარბაზი ჭიდაობა-ძიუდოს ტრადიციის განვითარებასთან ერთად, ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.