სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეხვდნენ
24-05-2019, 18:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

IV მექანიზებულ ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

 

 

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი თავდაცვის ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ქართველ, ასევე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ სამხედროებსა და ბრიგადის ხელმძღვანელობას გაესაუბრნენ. არასამთავრობო სექტორი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჯარში ინტეგრაციის კუთხით არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ. ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, რომ ჯარში, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების ერთიანობა ქვეყნისა და თავდაცვის ძალების სიმყარის საფუძველია. არნოლდ სტეფანიანის განცხადებით კი, საქართველო ამ კონტექსტით რეგიონში სამაგალითოა. მან ყურადღება ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

 

 

პროექტის იდეა „მინისტრის პირისპირ“ ფორმატში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან მესამე სექტორის შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა. წვევამდელებთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი