ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა
24-05-2019, 19:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთნ ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს „ლოდინარის“, შპს „მპტ“-ს და შპს „ დიოკნისის“ წარმომადგენლებთან და ტექნიკურ ზედამხედველებთან.

 


შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სამუშაო პროცეში გამოკვეთილი ხარვეზები და სხვა საყურადღებო საკითხები.

 


შპს „მპტ“ - სოფელ უწერაში არსებული ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ქალაქ ონში მუსიკალური სკოლისთვის გარე სველი წერტილის მოწყობის სამუშაოებს ასრულებს .აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დაცვით. მოხდა პროექტის რამოდენიმე პუნქტის დაზუსტება.

 


შპს „ლოდინარი“ - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სოფელ წედისში ასრულებს სამუშაოებს თავშეყრის ადგილის მოსაწყობად. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა გეგმა-გრაფიკთან მკვეთრი ჩამორჩენა, გაიცა შესაბამისი გაფრთხილება დროული რეაგირებისთვის.

 


შპს „დიოკნისი“ სოფელ ღუნდაში, სორგითში, ცხმორსა და ჟაშქვაში სოფლამდე მისასვლელ და შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სმუშაოებს ასრულებს. მუშაობის პროცესთან დაკავშირებით შენიშვნები არ დაფიქსირებულა. იგეგმება პროექტის მცირე კორექტირება.

 

 

ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი