ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის პარკში საზეიმოდ გაიხსნა ლეგენდარული ფალავნის კოსტა მაისურაძის ბიუსტი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე, მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის წაევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ონის მუნიციპალიტეტის შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლმა "რაჭამ".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.