ევროპარლამენტის არჩევნები 2019: ძალაუფლებაში მყოფმა ბლოკებმა დაკარგეს თავიანთი გავლენა პარლამენტზე
27-05-2019, 07:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდმა ცენტრისტულმა-მემარჯვენე და ცენტრისტულმა-მემარცხენე ბლოკებმა ევროპულ პარლამენტში თავიანთი ერთობლივი უმრავლესობა დაკარგეს „ლიბერალების“, „მწვანეების“ და „ნაციონალისტების“ მზარდი მხარდაჭერის პირობებში.

 


ცენტრისტული-მემარჯვენე „ევროპული სახალხო პარტია“ უდიდეს ბლოკად რჩება და როგორც BBC იუწყება, მოელიან, რომ იგი პრო-ევროკავშირის კოალიციის ფორმირებას მოახდენს.

 


„ლებერალებს“ და მწვანეებს“ კარგი ღამე ჰქონდათ, მაშინ როცა „ნაციონალისტები“ გამარჯვებას იტალიასა და საფრანგეთში ზეიმობდნენ.

 


საარჩევნო უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში.

 


დიდ ბრიტანეთში ახლად ფორმირებულმა „ბრექსიტის პარტიამ“ მოიპოვა დიდი გამარჯვება. ასევე დიდ წარმატებას მიაღწიეს „ლიბერალ-დემოკრატებმა“, ხოლო „კონსერვატორებმა“ და „ლეიბორისტებმა“ მასობრივად წააგეს.

 


ანალიტიკოსების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ „ევროპულმა სახალხო პარტიამ“ ჩამოაყალიბოს „დიდი კოალცია“ „სოციალისტებთან“ და „დემოკრატების“ ბლოკთან - „ლიბერალების“ და „მწვანეების“ მხარდაჭერით.

 


ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამომრჩველეთა რაოდენობის კლების ფონზე, ახლანდელ არჩევნებში ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოში ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა დაახლოებით 51%-მა მიიღო მონაწილეობა.

 


ევროპული პარლამენტი ევროკავშირის კანონმდებლობის ჩამოყალიბებას ახდენს და დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ ვინ მიიღებს მთავარ პოსტებს ევროპულ კომისიაში, ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში.

 

 

რას ნიშნავს შედეგები ევროკავშირისთვის? - ვინ არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები? 

 


ახლანდელი გათვლებით, მანამდე დომინანტ „ევროპულ სახალხო პარტიას“ და „სოციალისტებს“ და „დემოკრატების“ ბლოკებს სხვების მხარდაჭერის გარეშე არ შეეძლებათ ევროპულ პარლამენტში „დიდი კოალიციის“ ფორმირება.

 


წინასწარი ვარაუდით, „ევროპულ სახალხო პარტიას“ 179 ადგილი უნდა ერგოს მაშინ, როცა 2016 წელს 216 ადგილი ჰქონდა მოპოვებული. შემცირებული „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ მიმართ მხარადჭერის კუთხითაც და თუკი მათ დღემდე 191 ადგილი გააჩნდათ პარლამენტში, ახლა 150-ს უნდა დასჯერდნენ.

 

 

BBC-ის ცნობით, მიუხედავად ამისა, მოელიან, რომ საპარლამენტო მანდატების უმრავლესობას პრო-ევროკავშირის პარტიები მოიპოვებენ, დიდწილად იმ წარმატების გამო, რასაც „ლიბერალურმა“ ALDE-ს ბლოკმა მიაღწია, განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის მიერ მიღებული გადაწყევტილების გამო, რომ შეერთებოდა აღნიშნულ ბლოკს, თუმცა კი მაკრონის „აღორძინების ალიანსი“ დამარცხდა მარინ ლე პენის ულტრა-მემარჯვენე „ნაციონალური კრების“ მიერ.

 

 

„პირველად, 40 წლის განმავლობაში, ორ კლასიკურ პარტიას, „სოციალისტებს“ და „კონსერვატორებს“ უკვე აღარ ექნებათ უმრავლესობა“, განაცხადა გაი ვერჰოფსტადტმა, ALDE-ს ლიდერმა და დაამატა: „ნათელია, რომ ეს საღამო ისტორიული მომენტია, რადგან ევროპულ პარლამენტში ძალაუფლების ახალი ბალანსი“ იქნება.

 

 

დიდ წარმატებას მიაღწიეს „მწვანეებმა“. „ეგზიტ პოლების“ მიხედვით, მათ 17-ით გაზარდეს თავიანთი ადგილები პარლამენტში და წინანდელი არჩევნების დროს მოპოვებული 50 მანდატის შემდეგ, ამჯერად 67-ამდე ავიდნენ.

 

 

საფრანგეთის მსგავსად დიდი წარმატება მოიპოვეს ნაციონალისტებმა იტალიაშიც მატეო სალვინი, რომელიც იტალიის „ლიგის პარტიას“ ხელმძღვანელობს, მუშაობს იმაზე, რომ ჩამოაყალიბოს ალიანსი სულ მცირე 12 პარტიისგან, ხოლო მისმა პარტიამ, ნაწილობრივი შედეგების მიხედვით, ხმების 30%-ზე მეტი მიიღო. 

 

 

გერმანიაში, ორივე მთავარ ცენტრისტულ პარტიას გაუჭირდა. ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატებმა“ დაღმასვლა განიცადეს და 2014 წლის 35%-დან, ახლა 28%-ამდე ჩამოვიდნენ მაშინ, როცა ცენტრისტული-მემარცხენე „სოციალ-დემოკრატიული კავშირი“ 27%-დან 15.5%-ამდე ჩამოქვეითდა. 

 


დიდ ბრიტანეთში, ახლად ჩამოყალიბებულმა „ბრექსიტის“ პარტიამ, რომელსაც ნაიჯელ ფარაჯი ხელმძღვანელობს, ხმების 32% მიიღო. წარმატება მოიპოვეს „ლიბერალ-დემოკრატებმაც“ მაშინ, როცა მთავარმა „კონსერვატიულმა“ და „ლეიბორისტულმა“ პარტიებმა მნიშვნელოვანი მარცხი იგემეს.

 

 

მემარჯვენე ფრთის პოპულისტურმა პარტიამ - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იმაზე მეტად ცუდი შედეგი აჩვენა, ვიდრე მოელოდნენ. ეგზიტ პოლების მიხედვით, მათ ხმების 10.4% აქვთ მიღებული, თუმცა კი 2014 წლის პირველ შედეგებთან შედარებით პოზიციები გაიუმჯობესეს.

 


ევროპის გასწვრივ ულტრა-მემარჯვენე პარტიების შერეული შედეგების ფონზე, მარინ ლე პენის „ეროვნული კრების პარტია“ - წინათ „ეროვნული ფრონტი“ - პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიაზე გამარჯვებას ზეიმობს. ლე პენის პარტიამ ხმების 24%, ხოლო მაკრონის პარტიამ კი 22.5% მიიღო.

 


უნგრეთში, ვიქტორ ორბანის ანტი-იმიგრაციულმა პარტიამ, „ფიდესზმა“, ხმების ნახევარზე მტი, 52% მიიღო და ქვეყნის 21 მანდატიდან 13 მოიპოვა.

 

 

„ჩვენ ვართ მცირენი, მაგრამ ჩვენ გვინდა შევცვალოთ ევროპა“, განაცხადა ორბანმა. მან არჩევნები აღწერა, როგორც „ახალი ერის დასაწყისი მიგრაციის წინააღმდეგ“. 

 

 

ესპანეთში, მმართველი „სოციალისტური პარტია“ 32.8%-ით ლიდერობს, რაც მათთვის 20 ადგილს ნიშნავს ევროპარლამენტში, მაშინ, როცა ულტრა-მემარჯვენე „ვოქსის პარტიამ“ ხმების მხოლოდ 6.2% და 3 ადგილი მიიღო. წინა არჩევნებზე მათ 5 მანდატი ჰქონდათ მოპოვებული.

 


საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა ალექსის ციპრასმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოწოდება გააკეთა მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა კონსერვატიულმა „ახალი დემოკრატიის პარტიამ“ ხმების 33.5% მიიღო, ხოლო ციპრასის „სირიზას პარტიამ“ კი, 20%.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი