დუშეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი აღნიშნეს
27-05-2019, 09:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 101-ე წლისთავი დუშეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებულად აღინიშნა.

 


ანანურის ციხე-კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადო. ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ: დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატი-ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე. თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აღნიშნული ცერემონია ანანურთან ერთად ქვეყნის მასშტაბით 6 ლოკაციაზე ერთსა და იმავე დროს, 12 საათზე ჩატარდა.

 

 

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ქ.დუშეთის ცენტრალურ მოედანზე გამოიფინა ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკისა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სსსტც “დელტას” პროდუქცია: ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, ნაღმმტყორცნები GM-82 და GM-60, საერთო-საჯარისო დანიშნულების მოდულური ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები.

 

 

ცენტრალურ მოედანზე ასევე მოეწყო 1918 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა საქართველოს პირველ დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებასთან და ძველ დუშეთთან დაკავშირებული ისტორიული ფოტოები.

 


26 მაისის დღესასწაულს ტრადიციულად მიეძღვნა კულტურული და სპორტული ღონისძიებები: მინი ფეხბურთის ტურნირი დუშეთის და ჟინვალის გუნდებს შორის, ჭადრაკის ტურნირი დუშეთის და ბარისახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის და ჭიდაობა- ძიუდოს მუნიციპალური ტურნირი.

 

 

 


საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები სტუმრობდნენ სოფელ ბაზალეთს, სადაც ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 და 10 კმ-იაან დისტანციებზე გამართულ დოღში მონაწილეობა მიიღეს.

 


ღონისძიება 17:10 სთ-ზე საზეიმოდ დასრულდა ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, სადაც საქართველოს ეროვნული საბჭოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის მიღებასთან დაკავშირებით, შესრულდა ეროვნული ჰიმნი და ადგილობრივი ანსამბლების („შადიანი“, „ქალილო“, ზაზა გორელიშვილი) მონაწილეობით გაიმართა დასკვნითი კონცერტი.

 

 

 


მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებებს მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებმაც საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

 

ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი