ნათია თურნავა: „მივიღე დავალება პრემიერ მინისტრის და უახლოეს საათებში მე და ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ ჩავერთვებით მედიაციის პროცესში“
27-05-2019, 14:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ მივიღე დავალება პრემიერ მინისტრის და მე და ჩემი კოლეგები, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ ჩავერთვებით მედიაციის პროცესში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


მისივე თქმით, მსგავსი საკითხები უშუალოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უნდა წყდებოდეს, თუმცა ვინაიდან ამ დრომდე ვერ შედგა შეთანხმება, მინისტრის განცხადებით, უშუალოდ ჩაერთვება მედიაციის პროცესში.

 


„ამასთან, უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან აქტიურად არის მედიაციის პროცესში ჩართული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

ეკონომიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ მხარეებს მისცა ვადა, რათა მათ მოეხდინათ მაქსიმალური ძალისხმევა, გამოენახათ საერთო ენა და შემდგარიყო დიალოგი.

 


„რადგან მყარად გვწამს, რომ ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის ორმხრივი დიალოგის რეჟიმში და ეს არის ნორმალური გადაწყვეტა ამ საკითხების. ვინაიდან მოთხოვნების დიდ ნაწილი ეხება შრომის უსაფრთხოებას, შრომის ნორმალურ პირობებს, კვების ხარისხს, ეკოლოგიურ საკითხებს, რაც ნამდვილად გვადარდებს და არის ჩვენთვის პრიორტეტული. ვინაიდან ეს პროცესი დროში გაიწელა, ჩვენ უშუალოდ შევხვდებით მხარეებს და ჩვენ რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ორივე მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაახლოვდეს და არსებული ვითარება დროულად განიმუხტოს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 


ნათია თურნავას თქმით, „ჭიათურმანგანუმი“ და ზესტაფონის ფერო არის სისტემა შემქმნელი საწარმოები და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის.

 

 

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ არსებული კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა ამოიწუროს რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია ორივე მხარის კეთილ ნებაზე. ჩვენ ჩავერთვებით უშუალოდ მედიაციაში ორ მხარეს შორის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი