ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მერვე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
28-05-2019, 14:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, მერვე გამოშვებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა.

 


„ჩვენს ქვეყანაში მთავარი საფუძველია მოქალაქე, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა დაიცვას ქვეყანა საფრთხისგან და თავისი რესურსი მოახმაროს ქვეყნის თავდაცვის ამოცანებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კადეტთა ლიცეუმში მიღებული განათლება გვაძლევს საფუძველს, პიროვნებები პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. პასუხისმგებლიანი მოქალაქე ქმნის ძლიერ სახელმწიფოს“, - განაცხადა ლევან იზორიამ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები თავდაცვის მინისტრმა გადასცა.

 


საზეიმო ღონისძიება წიგნის - „კადეტთა ლექსების კრებული“ პრეზენტაციით კადეტთა კლუბში დასრულდა. ლევან იზორიას ხელშეწყობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „კადეტთა ლექსების კრებული“ გამოსცა, რომელშიც კადეტების მიერ დაწერილი 80 ლექსია გაერთიანებული.

 


კადეტების მერვე გამოსაშვებ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელი პირები, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 


ლიცეუმი 62-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 5 ოქროსა და 4 ვერცხლის მედლის კანდიდატია. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ისტორიაში, წელს პირველად, კურსდამთავრებულებს შორის ექვსი გოგონაა. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლის გაგრძელებას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გეგმავს (26 კადეტი).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი