წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკას ქართველი პოეტები და მწერლები ესტუმრნენ
28-05-2019, 16:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკას პროექტის - „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში ქართველი პოეტები და მწერლები ესტუმრნენ.

 


შეხვედრა საბიბლიოთეკო ქსელის მენეჯერმა სულიკო სვანიძემ გახსნა. „სიმღერით მინდა მე წამოწყება, რომ გაიშალოს გამოცოცხლება“ - დიდი გალაკტიონის ეს სიტყვები ვფიქრობ მთლიანად გამოხატავს დღევანდელი ღონისძიების მიზანსა და ზოგადად ამ პროექტის დანიშნულებას. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი სტუმრები არიან ის ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან ქართული სიტყვის ძალა და მადლი, რაც წყალტუბოს ლიტერატურის მოყვარული საზოგადოებისთვის ნამდვილი დღესასწაულია“, აღნიშნა სულიკო სავანიძემ.

 


წყალტუბოში ჩასული პოეტები და მწერლები საზოგადოებას მწერალმა ნინია სადღობელაშვილმა წარუდგინა. პოეტმა მანანა ჩიტიშვილმა, პოეტმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ, მწერალმა ბექა ქურხულმა, პოეტმა გიორგი არაბულმა და საბავშვო მწერალმა ვასო გულეულმა თავიანთი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი და პროზაული ნაწარმოები წაიკითხეს.

 


შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე ესწრებოდა, რომელმაც თავისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხა და პროექტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

 


„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც უკვე 5 წელია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას, ავტორებისა და მკითხველების გაცნობას ემსახურება, რაც წიგნის მოყვარული საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი