თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა
29-05-2019, 14:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ქვეითი ათეულის მეთაურის მომზადების 37-ე კურსის გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

 


კურსის დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა და წარმატება უსურვა. „სამაგალითოა სერჟანტთა დისციპლინა და შრომისმოყვარეობა, სუბორდინაციის დაცვა, იქნება გარანტი თავდაცვის ძალების წარმატებისა. თქვენ გაქვთ საფუძველი მიაღწიოთ წარმატებას განათლებით, რაც უპირველესია თავდაცვის ძალებში. თანამედროვე გამოწვევებში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 


თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება აკადემიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. „სერჟანტთა აკადემია ინსტიტუციურად სკოლიდან ცენტრად გარდაიქმნა და შარშან უკვე ჩამოყალიბდა როგორც აკადემია, სადაც თითოეულ თქვენგანს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვს. აკადემია უზრუნველყოფს ოთხ კურსს კარიერული სამი საფეხურისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიცია, ეს ტრანსფორმაციის პროცესი გაგრძელდეს და მათ შორის, ნატოსთან მიმართებაში, მენტორობიდან პარტნიორობის თანამშრომლობაზე გადავიდეთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 


ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა სერჟანტის კრედოც წარმოთქვეს, რის შემდეგაც დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

 


თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, აკადემიის პირად შემადგენლობას სახელფასო დანამატი უკვე გაეზარდათ წოდების მიხედვით 100 -დან 510 ლამადე.

 


ქვეითი ათეულის მეთაურის მომზადების კურსის გამოშვების ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.

 


ქვეითი ათეულის მეთაურის მომზადების კურსი ორ ეტაპად განხორციელდა. მსმენელებმა კურსის მიმდინარეობისას შეისწავლეს შემდეგი დისციპლინები: ლიდერობა, მეცადინეობის ჩატარების მეთოდი, სამხედრო ტოპოგრაფია, ტაქტიკის საფუძვლები, ცეცხლის მართვა და განაწილება, თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები, საპატრულო ოპერაციები და სხვა. აღნიშნული თემატიკის შესწავლა კურსდამთავრებულებს დაეხმარება თავიანთი კარიერული განვითარების გზაზე, სამეთაურო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, რათა მათ შეძლონ დაკისრებული მოვალეობების მაღალხარისხიანად შესრულება ათეულის მეთაურის თანამდებობაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი