[ვიდეო] ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან სამი წელი შესრულდა
30-05-2019, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან მესამე წლისთავს აღნიშნავს. ცენტრის დაარსებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დაესწრო და პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა.

 

 

ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე ცენტრის უდიდეს როლზე გაამახვილა, მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის როგორც ქართულ მხარეს, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და JTEC-ის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

ლევან იზორიას განცხადებით: „გვაქვს განსაკუთრებული აღიარება. ამას მოწმობს გუშინწინ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ის ამ წარმატების საფუძველზე აღიარებს აღნიშნული ინიციატივის გაფართოების შესაძლებლობას, რაც ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოებაში, მეტი ნატოს პრინციპის უზრუნველყოფაში გამოიხატება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ტრანსფორმირება“.

 

 

 

 

მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეტად განვითარება იმ სტრატეგიული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება, რასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჰქვია. ლევან იზორიამ 2019 წელს ჩატარებული ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაც ხაზგასმით აღნიშნა, რომელსაც JTEC-მა წელს უმასპინძლა და სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზის განხორციელებაც ქართული მხარის ორგანიზებით მოხდა. 2022 წელს ერთობლივი სწავლების ჩატარება კვლავ იგეგმება, რომელიც ახალ ფორმატში განხორციელდება და ახალი ელემენტებით იქნება დატვირთული.

 


ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) 14 პროექტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ინიციატივაა და საქართველოს თავდაცვის ძალების სწრაფი განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის მისაღწევად, განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

 


JTEC 2015 წლის 27 აგვისტოს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა. 2016 წლის მაისში ცენტრი საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ერთეულად ჩამოყალიბდა.

 

 

„დღეს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი არის ინსტიტუცია, რომელმაც უკვე მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ეს არის შედეგი იმ თავდაუზოგავი შრომისა, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, კონკრეტული პოზიტიური შედეგებითა და მდგრადი პროგრესით. ერთობლივი ცენტრის მიერ ან მისი მხარდაჭერით წლების განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, ეროვნული თუ საერთაშორისო დონის სწავლებები მოწმობს, რომ წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უკვე კარგად ჩამოყალიბებული და სრულყოფილი ორგანიზაციაა“, აცხადებს პოლკოვნიკი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენელი დანიელ იაკობი.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი