ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა
30-05-2019, 21:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „საქართველოს ორგანული კანონის“, „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად მუნიციპალიტეტის მერმა - ემზარ საბანაძემ შექმნა სამუშაო ჯგუფი პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული საკითხების შეთანხმებულად და გამჭვირვალედ განხილვას.

 


ჯგუფის საქმიანობის მიზანია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების და პრიორიტეტული პროექტების შესახებ რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება .

 


მიმდინარე წლის 30 მაისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ შეხვედრა გამართა პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები .

 

 

შეხვედრაზე დადგა საკითხი საბჭოს მხრიდან პრიორიტეტული პროექტების წარდგენის თაობაზე, რომელთა დაფინანსებაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იგეგმება.

 

 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხები და სამომავლო გეგმები.

 

 

ონის მუნიციპალიტეტის "პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფის " შემადგენლობა:

 

• ემზარ საბანაძე - ონის მუნიციპალიტეტის მერი-ჯგუფის თავჯდომარე .

 

• თინათინ ბროლაშვილი-მდივანი.

 

• ცისანა გოგლიძე -კოორდინატორი .

 

• ჯგუფის წევრები: ეკა მაისურაძე, თამარ ლობჯანიძე, ირინა გობეჯიშვილი, თეიმურაზ გრძელიშვილი, მანანა ჩაგელიშვილი, დავით ლებანიძე, დავით ჩიხრაძე, ბაჩანა მარკოიშვილი, სერგო ლობჯანიძე, გივი მეტრეველი, ვანო ბაღაშვილი, სონია გუგეშაშვილი და გიორგი მარკოიშვილი.

 

 

ონის მუნიციპალიტეტის “სამოქალაქო მრჩეველთა“

საბჭოს შემადგენლობა:

 

• იმედა მეშვილდიშვილი - ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი;

 

• ნაზიბროლა გავაშელიშვილი - „სამართლიანი არჩევნებისა და
დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია“ - წარმომადგენელი ;

 

• რევაზ რაზმაძე - ინდ მეწარმე - წარმომადგენელი ;

 

• თეიმურაზ გობეჯიშვილი - ექიმი- ქირურგი;

 

• ისმაილ ამშიკაშვილი - ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი;

 

• რაინდი მეტრეველი - ინდ. მეწარმე;

 

• ალექსანდრე ჯაფარიძე - ახალგაზრდების წარმომადგენელი;

 

 

 

ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი