ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან, სივრცითი მოწყობის და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შპს „მოედანი-2009", შპს ონის კომუნალური სამსახურის, შპს „ფასისის“ წარმომადგენლებთან, ი/მ ტ. ჩიხრაძე, ი/მ ზ.ჩიკვილაძე, ი/მ ა.ჩიკვილაძე, ი/მ. მ.ლობჯანიძე და ი/მ გ.გუგეშაშვილთან გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სამუშაო პროცსეში გამოკვეთილი ხარვეზები და სხვა საყურადღებო საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.
ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.