თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესთან ერთად, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
კომპანიები მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აწარმოებენ.
შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი გეგმა-გრაფიკის შესახებ ისაუბრეს.
„იმედია, სამშენებლო პროცესი ხარისხიანად წარიმართება და ყველა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება", აღნიშნა ბონდო სოფრომაძემ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამში 5,5 მლნ ლარზე მეტი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.