წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა
01-06-2019, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლაში წარმატებული მოსწავლეები, პედაგოგები და სპორტსმენები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა დააჯილდოვეს.

 

 

შეხვედრა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრას ესწრებოდა წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი - ცოტნე ზურაბიანი.

 


წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა პედაგოგებს წმინდა ნინოს დღე და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს.

 


შეხვედრაზე დაჯილდოვდნენ პროექტ „ეტალონის“ გამარჯვებულები: ანასტასია ომანაძე და პედაგოგი - მარინა შვანგირაძე, თამარ სილაგაძე, ნინო ჩხეიძე, ანასტასია ომანაძე, ნინო ჩხეიძე, ნანა გურეშიძე, თამუნა ჯაჯაია და პროექტის საუკეთესო კაპიტნად დასახელებული ზურაბ ჯიმშელეიშვილი. დაჯილდოვდა ასევე კლასის ხელმძღვანელი ნათელა ჩიხლაძე და პედაგოგი ირმა კაკრიაშვილი.

 


მადლობის სიგელი გადაეცა მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს: გიგა ბერაძეს და ნოე თუთისანს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზეს.

 

 

გიგა ბერაძე ოქროს მედალოსანი გახდა, ნოე თუთისანი უფროს ასაკში ევროპის ვიცე ჩემპიონია.

 


სიგელებით დაჯილდოვნდნენ სპორტსმენთა პედაგოგები - ირმა კეთილაძე და ნათელა ჩიხლაძე. წყალტუბოს საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა სკოლის დირექტორს გიორგი ბენიძეს მადლობა გადაუხადა წარმატებული სასწავლო წლისთვის.

 


პარლამენტარმა ცოტნე ზურაბიანმა პედაგოგებს მთავრობის ის ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვით პედაგოგთა ხელფასების ზრდა იგეგმება.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი