წყალტუბოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
01-06-2019, 19:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე წყალტუბოში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებით აღინიშნა.

 


ა(ა)იპ ,,საბავშვო ბაღების გაერთიანების'' ორგანიზებით, სპორტის სასახლეში ტრადიციულად მხიარული სტარტები მოეწყო. ქალაქის პირველი, მე-2, მე -3 და მე-4 საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშებში შეეჯიბრნენ და სპორტულ სანახაობასთან ერთად, მაყურებელს მუსიკალური ნომრებიც წარუდგინეს. შედეგები ჟიურიმ შეაჯამა - პირველი ადგილები მე-2 და მე-3 საბავშვო ბაღებს ერგოთ. მე-2 და მე-3 ადგილები კი, პირველ და მე-4 ბაღებს.

 


ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველი გიორგი იობიძე და საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივმა თვითმმართველობის პირველმა პირებმა შეკრებილებს ბავშვთა დაცვის დღეს მიულოცეს.

 


,,უკვე 50 წელზე მეტია მთელი მსოფლიო აღნიშნავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. დღეს, როცა კიდევ ერთხელ ხმამაღლა ითქმება რომ ბავშვი, ჩვენი მომავალი და მასზე ზრუნვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. მიმაჩნია, რომ სწორედ ბავშვზე, ჩვენს შვილებზე, მათ განათლებაზე, სულიერ და ფიზიკურ სიჯანსაღეზე, სწორ აღზრდასა და აზროვნებაზე არის დამოკიდებული, როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა, მსოფლიო და პლანეტა.

 


ბავშვებო და მშობლებო, გილოცავთ დღევანდეელ დღეს. გისურვებთ, რომ თითოეული ბავშვი იყოს ჯანმრთელი, არ განიცდიდეს ძალადობას და შიმშილს, დაცული იყოს მისი უფლება, იცხოვროს სუფთა გარემოში, მშვიდობიან ქვეყანასა და ოჯახში", აღნიშნა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა.

 


საინტერესო და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, სადაც მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, ჩატარდა ჭადრაკის ტურნირი, სპორტული და სადღესასწაულო ჩაცმულობის ზაფხულის კოლექცია წარმოადგინეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა, გაიმართა საზეიმო კონცერტი. მაყურებელმა ტაშითა და ოვაციებით დააჯილდოვა ტაეკვონდოს, სამეჯლისო ცეკვების, საბავშვო თეატრის მოყვარულთა წრეების აღსაზრდელები, ხალხურ საკრავთა ანსამბლი „ნაკადული“ და ვოკალური ჯგუფი „ოცნება“. ღონისძიების მონაწილე ყველა ბავშვი დაჯილდოვდა სიგელით, პატარები კომპანიამ „თოლიამ“ ნაყინებით დაასაჩუქრა.

 


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის რიმა მარგიანის თქმით, გასართობი ღონისძიებები გრძელდება, 17:00 საათიდან ტრადიციულად ქალაქის ცენტრში გაიმართება ასფალტზე ცარცით ხატვის კონკურსი, შემდეგ კი, პატარებს საინტერესო სპექტაკლზე ეპატიჟება ნიღბების თეატრი.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი