ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ბრიტანეთი მზად უნდა იყოს ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებისთვის
02-06-2019, 09:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე უნდა დატოვოს, თუკი ის ვერ შეძლებს იმ პირობების დაკმაყოფილებას, რომელიც მას სურს, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

 

 

„თუკი ვერ მიიღებთ შეთანხმებას, რომელიც თქვენ გინდათ, თუკი ვერ მიიღებთ სამართლიან შეთანხმებას, მაშინ მათი გვერდის ავლით გადით“, თქვა ტრამპმა.

 


დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტად ჩასვლამდე აშშ-ის პრეზიდენტი „The Sunday Times-ს“ ესაუბრა.

 


დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი კარგს იზამდა თუკი ევროკავშირთან მოლაპარაკებებში „ბრექსიტის პარტიის“ ლიდერს, ნაიჯელ ფარაჯს ჩართავდა, აღწერა რა იგი, როგორც „ძალიან ძლიერი და მოქნილი პერსონა“.

 


მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ „შესანიშნავი“ ლიდერი იქნებოდა.

 


დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა იწყება, რადგან მისმა ლიდერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს პარტიის ხელმძღვანელის პოსტს, ამის შემდეგ კი პრემიერ მინისტრის თანამდებობასაც დატოვებდა. ბრიტანული კანონმდებლობის შესაბამისად, პირი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერი ხდება, პრემიერ მინისტრის პოსტსაც იკავებს.

 


ტრამპმა აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა არ უნდა გადაიხადოს ბრექსიტის „გაყრის“ 39 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (49 მილიარდის აშშ დოლარი) გადასახადი, რომელიც ახლანდელი გასვლის შეთანხმებაშია მოცემული.

 


„მე რომ ვიყო მათ ადგილას, არ გადავიხდიდი 50 მილიარდ აშშ დოლარს - ეს დიდი თანხაა“, განაცხადა ტრამპმა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებიდან რამდენიმე თვეში, ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების უზრუნველყოფის აღთქმა დადო.

 


ტრამპის დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის პირველი დღე - ორშაბათი, 3 ივნისი - დედოფალთან კერძო ლანჩს, ჩაის მირთმევას უელსის პრინცთან და კორნვოლის ჰერცოგთან, და ბუკინგემის სასახლეში ოფიციალურ ბანკეტს მოიცავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი