მამუკა ბახტაძემ რაჭაში სოფელ ზუდალის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა, ამბროლაურში კი წყლის ჩამოსასხმელი და ლორის გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერა
02-06-2019, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალის მოსახლეობას შეხვდა და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 


პრემიერმა ისაუბრა ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაზე. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ტურისტების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონის მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმი, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აშენდება.

 


ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, თუმცა 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია მოთავსებული.

 


პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ონი-ზემო იმერეთის გზის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დასაძლევად, რადგან ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეგიონში რჩება.

 


პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი პროექტების განხორციელებით რეგიონს და მის მოსახლეობას ახალი შესაძლებლობები უჩნდება, რაც არა მხოლოდ რეგიონის მცხოვრებლების ადგილზე დამაგრებას, არამედ მათ დაბრუნებასაც კი შეუწყობს ხელს.

 

 

 

მანამდე პრემიერმა ქ. ამბროლაურში წყლის ჩამოსასხმელი და ლორის გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერა.

 


2018 წელს ქალაქ ამბროლაურში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, საწარმო „რაჭული ლორი“ აშენდა, რომელმაც ტრადიციული გლეხური მეთოდი თანამედროვე წარმოებაში გადაიტანა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 350 000 აშშ$ შეადგენს. მათ შორის სახელმწიფო გრანტი - 40%, შეღავათიანი აგროკრედიტი - 50%, ხოლო კერძო ინვესტიცია - 10%. საწარმოში გაერთიანებულია სხვადასხვა ფუნქციის სივრცეები (სასაკლაო, მაცივრები, საშრობი, შესაბოლი კამერები, ლაბორატორია). პროდუქტი საბოლოო საბაზრო სახეს ადგილზე იღებს. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე და სამომავლოდ, მისი ექსპორტზე გატანაც არის დაგეგმილი.საწარმოში დასაქმებულია 12 ადამიანი.

 

 

 

 

მტკნარი წყლის კომპანია ,,იწის წყალი“ სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა და წარმოება 2018 წლის თებერვლიდან დაიწყო. საწარმოს ასაშენებლად 7500 მ2 მიწის ფართობი კომპანიას საჩუქრად გადაეცა (სიმბოლურ ფასად - 1 ლარად). ინვესტიციის საერთო მოცულობა 850 000$ შეადგენს. საწარმო ფლობს ISO სერთიფიკატს. დასაქმებულია 15 ადგილობრივი.

 


პრემიერთან ერთად, საწარმოებში არსებულ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი