ვანის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ვანელობა“ აღინიშნა
03-06-2019, 09:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ვანელობა“ აღინიშნა. მრავალმხრივი და შინაარსიანი ღონისძიებებით შემდგარი საზეიმო დღე წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის ვანის საკათედრო ტაძარში სამეუფეო წირვა-ლოცვით ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა დაიწყო, რომელსაც ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.

 

 

მერიის შენობიდან ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე გაიმართა საზეიმო მსვლელობა, რომელსაც შეუერთდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე. სტუმრებს გზადაგზა ხვდებოდნენ ქუჩის აქტივობებში მონაწილეები. გაიმართა ასფალტზე ხატვა ვანის საჯარო სკოლების და მართლმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლეების მონაწილეობით, თემა „მე მიყვარს ვანი“. ვანის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა კი მუსიკალური პერფორმანსი წარმოადგინეს. მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა. დღე დაიტვირთა სპორტული ღონისძიებებით. ჩატარდა ქართული ჭიდაობისა და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი, მძლეოსნური კროსი, სამოყვარულო ტური ჭადრაკსა და ნარდში. ღონისძიება გაგრძელდა ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში.

 

 

დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მიმართა და სახალხო დღესასწაული მიულოცა. ვანის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სხვადასხვა დარგში ვანის სახელის წარმოჩენისთვის, ექიმებს - დულიკო ავალიანს, თამაზ მაღლაკელიძეს, გელა სულაბერიძეს; ვანის მაჟორიტარ დეპუტატს (2016-2017 წლებში) გრიგოლ ლილუაშვილს, ქორეოგრაფ უჩა დვალიშვილს, ისტორიკოსს ომარ კაპანაძეს, პედაგოგ ნიკოლოზ სანიკიძეს და ბიზნესმენ გელა ლორთქიფანიძეს საპატიო ვანელის წოდება მიენიჭა. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა მათ საპატიო ვანელის დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ასევე დაჯილდოვდნენ 2019 წლის აკადემიურად წარჩინებული მოსწავლეები და წარმატებული სპორტსმენები.

 

 

ცერემონიალის დასასრულს გაიმართა საზეიმო კონცერტი. გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ სივრცეში, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა გამართეს ხალხური ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის მხატვრული თვითშემოქმედება და წარმოჩენილი იქნა ტრადიციული კუთხეები. აქვე ვანის ტურიზმის ცენტრის მიერ მოეწყო ტურისტული ლოკაციების ფოტოგამოფენა, აგროტურიზმის მიმართულებით ვანში დამზადებული პროდუქციის პრეზენტაცია-დეგუსტაცია. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღია სცენაზე იმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ: ჯგუფი „არგო“, ლინდა ადამია და ბენდი ¼ , DJ ZAPA. დღის ბოლოს სახალხო დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი