მთავრობის გადაწყვეტილებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა
03-06-2019, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა, - სიახლის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აცნობა.

 

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება ისე, რომ სოფელი პირვანდელ იერსახეს შეინარჩუნებს.

 

 

"ჩვენი ვალდებულებაა, ეს უნიკალური კულტურა, ტრადიციები, არქიტექტურა შევუნახოთ არა მხოლოდ მომავალ თაობებს, არამედ შევინახოთ მომდევნო საუკუნეების განმავლობაში. ამ სილამაზეს რამდენიმე საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენი ვალდებულებაა, ის შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, სოფელი გოგოლათი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოში. ამ სოფელში არის რამდენიმე ათეული სახლი, სადაც შენარჩუნებულია უნიკალური ქართული არქიტექტურა და ორნამენტები. აქ რომ ჩამოხვალ, შეუძლებელია ამ ყველაფერს ემოციის გარეშე შეხედო. ეს არის უდიდესი კულტურის და გამოცდილების მაჩვენებელი, რადგან შეუძლებელია, ერმა შექმნას მსგავსი სილამაზე, რაც ამ სოფელში და კუთხეშია, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გარეშე", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს რეგიონის გაცოცხლებას და მოსახლეობას მშობლიურ კუთხეში დაბრუნების მოტივაციას გაუჩენს.

 

 

"როგორც ონში, ასევე ამბროლაურში, ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაჭაში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის მას, ვინც იძულებული იყო, დაეტოვებინა მამაპაპისეული სახლები, შევუქმნათ შესაძლებლობები, დაბრუნდეს საკუთარ ულამაზეს კუთხეში. სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გააცოცხლებს ამ რეგიონს. ფაქტობრივად უკვე დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მოიცავს წყალმომარაგების პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. შარშან ჩავატარეთ ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წარმატებული ეკონომიკური წელი გვექნება წელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაჭა შემოუერთდა ჩვენს ეროვნულ იდეას - განათლებას. ეს არის კუთხე, სადაც წიგნი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ და აფასებდნენ. ჩვენ მომავალი წლის ბოლომდე რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაციას დავასრულებთ და ავაშენებთ ახალ სკოლებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ შევძელით რაჭაში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. უკვე 160 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს რაჭაში და ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს უნიკალური სოფელი ამის ნათელი დასტურია", განაცხადა მთავრობის მეთაურმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი