წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ზარათში მოსახლეობას შეხვდა
03-06-2019, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე სოფელ ზარათში მოსახლეობას შეხვდნენ.

 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენელი გოგი ელბაქიძე და საკრებულოს წევრი მაკა ჭელიძე.

 


შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივებმა გზის რეაბილიტაციისთვის მერს მადლობა გადაუხადეს. აღინიშნა, რომ ეს გზა 4 ათეული წლის შემდეგ ახლა გაკეთდა და სამ სოფელს - რიონს, ზარათსა და ოფურჩხეთს აკავშირებს ერთმანეთთან.

 


“წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩემთვის, როგორც მუნიციპალიტეტის მერისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ მიმართულებით ბევრი პროექტი ხორციელდება როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. დღეს ვიმყოფებით სოფელ ზარათში, სადაც უკვე დასრულდა სოფელ რიონისა და ზარათის ქალაქ ქუთაისთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიან გზაზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 1 800 000 ლარია. ათეული წლების შემდეგ, მოწესრიგებული გზით 200-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. ჩვენ შევხვდით ადგილობრივებს და მათთან ერთად დავსახეთ სოფლისათვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის გზები“, განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი