ფშაველი-აბანო-ომალოს გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს
03-06-2019, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, საპროექტო, გზის გაწმენდითი, სტიქიის სალიკიდაციო და პრევენციის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სტიქიის მომენტიდან, მძიმე ტექნიკა და ყველა საჭირო რესურსი ადგილზე იყო მობილიზებული, რის შედეგადაც, მიუხედავად სტიქიის მასშტაბისა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-9 კმ-ზე, გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება და მოძრობის აღდგენა ერთ კვირაში მოხერხდა. დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად, სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე კომპანია აწარმოებს.

 

 

აღსანიშნავია, რომ მეცხვარეებს საფეხმავლო ბილიკებით თუშეთისკენ გადაადგილება 20 მაისიდან შეუძლიათ.

 

 

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ორივე მხრიდან გრძელდება თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები.

 

 

პარალელურად, 2 საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად. პროექტირება 3 კვირაა გრძელდება და შემდეგი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება საპროექტო გადაწყვეტების წარმოდგენა. პროექტის წარმოდგენისთანავე, დაიწყება სტიქიის პრევენციის, ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ამ დროისთვის სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული.

 

 

რაც შეეხება, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრის შედეგად ჩამოყალიბებულ ტბას, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კვლავ გამოწვევად რჩება.

 

 

აღნიშნულ მონაკვეთზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად, ივნისის თვეში გამოცხადდება ტენდერი პროექტირებაზე.

 

 

10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო. რის გამოც, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი